კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ახალი მემარჯვენეების" ორმა წევრმა შიმშილობა შეწყვიტა

25 მარტი, 2008

პარლამენტის წინ შიმშილობის აქცია გრძელდება. დღეს ეროვნული საბჭოსა და "ახალი მემრაჯვენეების" წევრებმა პარლამენტის წინ საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ეროვნული საბჭოს წევრების განცხადებით, მორიგეობას დააწესებენ და რუსთაველის გამზირი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იქნება.

"ახალი მემარჯვენეების" ორმა წევრმა - დათო უჯმაჯურიძემ და ლაშა ნარჩემაშვილმა სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო წუხელ შიმშილობა შეწყვიტა. მათი თანაპარტიელის, პარლამენტარ ფიქრია ჩიქრაძის განცხადებით, ორივე მოშიმშილე უკვე სახლში იმყოფება.

გაუარესებულია ზვიად ძიძიგურის მდგომარეობაც. მას არტერიული წნევა 90-80-ზე აქვს და სასწრაფო გადასხმებს საჭირობს.

ერთიანი ეროვნული საბჭო დღეს 18 საათისთვის აქციის გამართვას აპირებს. დაგეგმილია აგრეთვე პარლამენტისა და კანცელარიის პიკეტირებაც. "ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. 17-პუნქტიანი  მოთხოვნა ძალაში რჩება. შიმშილობის აქცია არ შეწყდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები