ძებნილმა ვალერი გელბახიანმა სახალხო დამცველს მიმართვა გაუგზავნა
02.04.2008
ძებნილმა ვალერი გელბახიანმა საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბარს წერილით მიმართა.
როგორც გელბახიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "მედიანიუსს" განუცხადა, მასში აღნიშნულია, რომ ვალერი გელბახიანისა და ბადრი პატარკაციშვილის მიმართ საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გაყალბებული ნივთმტკიცებები. ამიტომაც გელბახიანი სრულ ნდობას უცხადებს სახალხო დამცველს და ითხოვს, შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც მის საქმე გამოიძიებს.
გელბახიანის წერილში აგრეთვე მიუთითებს, რომ კომისიის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ როგორც სახალხო დამცველი, ისე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებსაც იურიდიული განათლება და პრაქტიკა აქვთ, აგრეთვე, დამოუკიდებელი მასმედიის წარმომადგენლები. გელბახიანი კი თავის მხრივ კომისიას წარუდგენს საქმის მასალებს და დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს.
"იმ შემთხვევაში, თუ კომისია დამნაშავედ მცნობს, მზად ვარ გამოვცხადდე", - ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე განცხადებას სახალხო დამცველს გადასცემს
წყარო: მედიანიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

