კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატების გაფიცვა სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებთან დაიწყო

7 აპრილი, 2008
ადვოკატთა ასოციაციის წევრების გაფიცვა დაიწყო. როგორც "მედიანიუსს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ამ დროისათვის ადვოკატები სააპელაციო და საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან. ნიკოლაიშვილის თქმით, დღეს და ხვალ დაგეგმილი არცერთი სასამართლო პროცესი არ ჩატარდება. ადვოკატები გაფიცვას 3 დღე გააგრძელებენ.

ცნობისთვის, ადვოკატთა ასოციაციის წევრები მხარს უჭერენ სახალხო დამცველის ოფისთან მოშიმშილე მალხაზ ჯანგირაშვილის მოთხოვნებს - დამოუკიდებელ სასამართლოს და განაჩენის გადასინჯვის უფლებას.

ადვოკატების ინიციატივით, ასოციაციის წევრები შექმნიან მობილურ ჯგუფებს, რომელიც სასამართლო პროცესებს გააკონტროლებს. ნიკოლაიშვილის განცხადებით ადვოკატები სასამართლოების შენობებთან საღამოს 6 საათამდე დარჩებიან. მისი თქმით, ამ დრომდე ასოციაციის წევრებს პროკურატურისგან და სასამართლოსგან გამოხმაურება არ ქონიათ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები