კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაიმართება მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

7 აპრილი, 2008
“ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში”, - ამ სახელწოდების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება  8 აპრილს,  14 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის საკონფერენციო დარბაზში.
 
სახელმძღვანელო მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) თანამშრომლობის შედეგად და განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტების, პედაგოგებისა და მედია საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.
 

სახელმძღვანელო „ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება“ შეტანილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და კავკასიის მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის სკოლის სასწავლო პროგრამებში.
 
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების ისეთ გაშუქებას, რომ დაცული იყოს როგორც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული სტანდარტები და ეთიკური ნორმები, ისე ზოგადად ბავშვთა უფლებები. სახელმძღვანელო დაეხმარება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მასმედიის პროფესიონალებს, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვთა უფლებები თავიანთ საქმიანობაში.
სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრებიან, თსუ-ს რექტორი გიორგი ხუბუა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ჯოვანი ბარბერისი.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები