კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორუფცია საქართველო -აზერბაიჯანის საზღვარზე

17 აპრილი, 2008
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საგამოძიებო დეპარტამენტს და სასაზღვრო პოლიციის გენერალურ ინსპექციას, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ საქართველო - აზერბაიჯანის საზღარზე არსებულ საბაჟო - გამშვებ პუნქტებზე გამეფებულ კორუფციასთან დაკავშირებით.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, ასობით ადამიანს, კუთვნილი მანქანით, აზერბაიჯანიდან საქართველოში კონტრაბანდული დიზელის საწვავი გადმოაქვს, რასაც მებაჟეები რეაგიარების გარეშე ტოვებენ. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლების დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ კონტრაბანდისტებსა და მებაჟეებს შორის კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი. კერძოდ, ყოველდღიურად აზერბაიჯანში ორჯერ გადასვლის სანაცვლოდ, საბაჟოს ცვლის ხელმძღვანელობა თითოეული ადამიანისგან 10 ლარს იღებს.

კორუფციის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები