კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია "მაესტრო" სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს

24 აპრილი, 2008
დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, ტელეკომპანიამ კომუნიკაციის  მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ლიცენზიის შეცვლასთან დაკავშირებით 2007 წლის დეკემბერში მიმართა, მაგრამ მარეგულირებელმა რეოვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "მაესტროს" თხოვნა არ გაითვალისწინა, რის შედეგადაც ტელაკომპანიამ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სასამართლომ კი ამ საკითხთან დაკავშირებით მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის თქმით, ტელეკომპანია "მაესტროს" მიმართ ლიცენზიის განხილვის ვადები მარეგულირებელმა რეოვნულმა კომისიამ დაარღვია, რადგან მათ ეს საკითხი 30 დღის განმავლობაში უნდა განეხილათ, რაც მათ არ გააკეთეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მაქსიმალურად ეცდება, რომ სასამართლომ ტელეკომპანია "მაესტროს" სარჩელი დააკმაყოფილოს და მათი საკითხი რაც შეიძლება მოკლე დროში იქნეს გადაწყვეტილი.

ტელეკომპანია `მაესტრომ" მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზიის შეცვლაზე უარის თქმის გამო, სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები