კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებული მესაკუთრეები ნაციონალების საარჩევნო შტაბის წინ საპროტესტო აქციებს იწყებენ

29 აპრილი, 2008

სიღნაღში მცხოვრები მანანა მაჭარაშვილი, თამარ თარაშვილი და სხვები, უახლოეს დღეებში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის წინ, საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.

როგორც მაჭარაშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობა, პროტესტის მიზეზი კახეთის გუბერნატორის განცხადება გახდა. "გუბერნატორს შევხვდით, რა დროსაც მან გვითხრა, რომ სიღნაღის ცენტრში მდებარე უძრავი ქონება, რომლის დაბრუნებასაც მოვითხოვთ, მყიდველის, ლევან ვასაძის მიერ სახელმწიფოს გადაეცა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მას ცოტა ხანში გაყიდის და პირვანდელი მესაკუთრეები თუ შევძლებთ, შეგვიძლია ვიყიდოთ", - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ცნობისათვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილემ და სხვა ჩინოვნიკებმა, მაჭარაშვილთან ერთად რამდენიმე მეწარმე, გასულ წელს, აიძულეს, სიღნაღში მდებარე კომერციული ფართი, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნდობით აღჭურვილ პირზე, თამაზ დავლიანიძეზე გადაეფორმებინათ. უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვა ღამის 12 საათზე მოხდა. ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, მაჭარაშვილი, სანოტარო ბიუროში ფიზიკური ძალის გამოყენებით მიიყვანეს და ქონების გასხვისებაზე ხელი, სამართალდამცავებმა, თავისუფლების აღკვეთის მუქარით მოაწერინეს.

მომხდარის შესახებ მაჭარაშვილმა და სხვა დაზარალებულებმა განცხადებით გენერალურ პროკურატურას მიმართეს. გამოძიება დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ.

წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებული მესაკუთრეების პროტესტს, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის წინ, კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები