კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხვალ პროფკავშირები თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციას გამართავენ

30 აპრილი, 2008
პროფესიული კავშირების გაერთიანება შრომის კოდექსის შეცვლას ითხოვს. ამ საკითხთთან დაკავშირებით, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წერილობით 22 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძესაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, შრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნით, 1 მაისს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მშვიდობიან თეატრალიზებულ მანიფესტაციას გამართავს საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას 26 პროფესიული კავშირის 15 ათასზე მეტი წევრი და მსახიობები მიიღებენ, რომლებიც სოციალურ თემებზე მინი წარმოდგენებს გამართავენ. დემონსტრაციის დასასრულს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საპირველმაისო მანიფესტს მიიღებს.

1 მაისი საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს 150 ქვეყანაში, სოციალური მოთხოვნებით  დემონსტრაციით აღინიშნება. წელს კი აქცია მთელ მსოფლიოში იმართება ერთი დევიზით "ღირსეული შრომა".

პროფესიული კავშირების გაერთიანების დემონსტრაცია 15 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და 17 საათზე პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები