კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას მიუღებლად მიიჩნევს

30 აპრილი, 2008
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მრგვალი მაგიდა გამართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემების მხრივ, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"სახელმწიფომ ვერ გაითავისა ნარკოტიკების მოხმარების სოციალური და ჯანდაცვის ფაქტორები. დღემდე ადეკვატური საზოგადოებრივი სისტემის შექმნა ვერ მოახერხა. ქვეყანაში მცირეა მკურნალობის პროგრამები. არ არსებობს სოციალური პროგრამები. იმის ნაცვლად, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება მიეცეთ, მათ ავადმყოფობის გამო აჯარიმებენ. მომხმარებლები ციხეში ხვდებიან, სადაც ნარკოტიკების მოხმარებას კიდევ უფრო საშიშ გარემოში აგრძელებენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მისი თქმით, გასული წელს ბიუჯეტში ნარკოტიკებთან დაკავშირებული  ჯარიმების სახით 30 მილიონი ლარია გადახდილი. შახელმწიფომ კი შარშან ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე  მიზერული თანხა მხოლოდ 250 ათასი ლარი დახარჯა.

სოზარ სუბარის განცხადებით, სახელმწიფო ძირითად სამოქმედო ინსტრუმენტს წარმოადგენს მოსახლეობის იძულებიით ნარკოლოგიური შემოწმება და ნარკოტიკების მომხმარებელთათვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევა.

"დღეს აუცილებელია სახელმწიფომ გააცნობიეროს არსებული კანონმდებლობის, მასზე დაფუძნებული სამართლებრივი პრაქტიკის სოციალურად საზიანო შედეგები და შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც  ადამიანის უფლებების პატივისცემასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ადამიანის უფლებაა და არა პრივილეგია", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები