კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გაზეთის დახურვის ინიციატივით გამოდის

2 მაისი, 2008


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარინა უტიაშვილი, რომელიც ამავე დროს გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორია, რეგიონული გაზეთის "იმედის" დახურვის ინიციატივით გამოდის.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღშფოთება გაზეთ "იმედში" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას უკავშირდება, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციების ჩარევით, საჯარო სკოლებიდან პედაგოგების უკანონოდ გათავისუფლების კონკრეტულ ფაქტებზე იყო საუბარი.

"მე ვემსახურები ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს პრეზიდენტს, ქვეყანას ვუზრდი მომავალ თაობას. მაქვს ინიციატივა, რომ დაწესდეს ცენზურა, რათა გაზეთ "იმედში" ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვეღარ ილაპარაკონ. საერთოდაც, ასეთი გაზეთი, რომელიც სულ დარღვევებს ეძებს, უნდა დაიხუროს. ვფიქრობ, არ უნდა იყოს ამის პრობლემა", _ განაცხადა მარინა უტიაშვილმა.

'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციაში პარტიის წევრის ამ განცხადებებთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

გაზეთი "იმედი" ყოველკვირეული, დამოუკიდებელი, რეგიონული გამოცემაა კახეთში. იგი 2003 წლიდან გამოდის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

 

ახალი ამბები