კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ ხმალაძე საარჩევნო სიებში არსებული დარღვევების აღმოფხვრას ითხოვს

6 მაისი, 2008

რესპუბლიკური პარტიის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე  საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიებში არსებული დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით სარჩელს შეიტანს.

როგორც "მედიანიუსს" ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, სიებში აღმოჩენილია რამდენიმე სახის დარღვევა, მათ  შორის ის, რომ ერთ კონკრეტულ ბინაში დარეგისტრირებულია ამომრჩეველთა ასამდე რაოდენობა, რომელთა ვინაობაც აღნიშნული ბინის რეალურმა მცხოვრებლებმა არ იციან. `21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სიებთან დაკავშირებით არსებობს ისეთივე პრობლემები, რომელიც არსებობდა 5 იანვრის საპრეზიდენტო და მანამდე ჩატარებულ არჩევნებზე. აღმოვაჩინეთ, რომ ისნის რაიონის პირველ საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებულია 19 გარდაცვლილი ადამიანი. მათი ახლობლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კომისიას გარდაცვლილის შესახებ შესაბამისი დოკუმენტები წარდგენილი აქვს, სიებში გარდაცვლილები მაინც აღმოჩნდნენ", _ განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, არსებობს ხარვეზები უცხოეთში მყოფებთან დაკავშირებითაც. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მიუხედავად მათი ქვეყანაში არყოფნისა, ისინი მაინც მოხვდნენ საარჩევნო სიაში. `დარღვევებია საცხოვრებელი ადგილის არასწორად დაფიქსირების მხრივაც. ჩვენ მიერ დაფიქსირებულია ასეულობით ადამიანი, რომელიც საარჩევნოდ არასწორ მისამართზეა დარეგისტრირებული. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ორ საარჩევნო უბანზე 36 არასრულწლოვანია სიაში. აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე ჩვენ  საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელს შევიტანთ არსებული დარღვევების გადახედვის მოთხოვნით. კომისია ვალდებულია დაფიქსირებულ დარღვევებს ორი დღის განმავლობაში გადახედოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", _ განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები