კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები გლობალურ სოლიდარობას ითხოვენ

6 მაისი, 2008

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) აცხადებს, რომ უსაფრთხოების, მუშაობის რიგიანი პირობებისა და ხარისხიანი ჟურნალისტიკისათვის გლობალური ბრძოლის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჟურნალისტები თავიანთი უფლებების დასაცავად ერთად დადგებიან.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ითხოვს გლობალური სოლიდარობის განახლებას, რათა ჟურნალისტებმა ერთად დაძლიონ ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც დგას მედია.
“ჟურნალისტიკის მომავალი დამოკიდებულია სოლიდარობაზე,”- განაცხადა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯიმ ბუმელამ,- “ჩვენ მუშაობა დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებებისათვის ბრძოლის პირობებში გვიწევს”.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტიკის მომავალს საფრთხეს უქმნის პოლიტიკური სარჩულის მქონე პროპაგანდისტული „ტრიუკები“ და მედიის ჩაჩუმების მცდელობა, სარედაქციო ბიუჯეტების შემცირებასთან ერთად.
“ახლახანს, ჩინეთიდან, პაკისტანიდან, რუსეთიდან, მექსიკიდან და ერაყიდან ჩვენმა კოლეგებმა სოლიდარობა გამოგვიცხადეს,” – განაცხადა ბუმელამ, - “ამ ქვეყნებში ჟურნალისტები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენი კოლეგები თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლაში წარმატებას მიაღწევენ, თუ ერთად იმუშავებენ, ჟურნალისტიკის ყველა წარმომადგენელს, ახალსა თუ ძველს, მიაწვდიან ხმას და ერთმანეთთან მტკიცე კავშირს დაამყარებენ, რაც ძლიერი ჟურნალისტიკის საწინდარია. იქ, სადაც არ არის ერთსულოვნება და ერთიანობა, პრესის თავისუფლების მტრები წარმატებას ver აღწევენ ”.
არნ კონიგმა, ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციის თავმჯდომარემ, განაცხადა: “მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე საშუალებას გვაძლევს ყველას ცხადად დავანახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიისათვის და, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა არსებობს მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს გააჩნიათ რიგიანი სამუშაო პირობები და მათ, ნატვირთი ფუნქციიდან გამომდინარე, პატივისცემით ეპყრობიან“.
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის განცხადებით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლა, ინფორმაციის წყაროს გასამჟღავნებლად, ასევე პოლიტიკოსთა  მხრიდან მათ საქმიანობაში ხშირი ჩარევა, წარმოადგენს ძირითად დაბრკოლებებს, რომლის წინაშე დგანან დღეს მედია საშუალებები  და ჟურნალისტები.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები