რუსთავის #2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმარი იური მ. გარდაიცვალა. ვენტელაციის გისოსზე საკუთარი მაისურით ჩამოკიდებული პატიმარი პირველად ოპერატიულმა მორიგემ ნახა.
გამომძიებლების და ექსპერტების პირველადი დასკვნით, 32 წლის პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. საქმის გამოძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
იური მ. განზრახ მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის და სასჯელაღსრილების დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და დეზორგანიზაციისთვის იხდიდა სასჯელს. ის 1996 წლიდან იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
წყარო: მედიანიუსი.