კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა კუკავამ ნაციონალების მაჟორიტარ კანდიდატზე მამხილებელი ვიდეომასალა გაავრცელა

7 მაისი, 2008

ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი კახა კუკავა, მმართველი პარტიის ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოდერძი ბუკიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს და მოითხოვს მისი არჩევნებიდან მოხსნას, ხოლო სამეგრელოს რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ზაზა გოროზიას 2000 ლარით დაჯარიმებას.

კახა კუკავამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი ბუკიას ხობელ ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობს პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია.

ვიდეოჩანაწერში ბუკია ამბობს, რომ მიუხედავად პარლამენტის წევრობისა, მთელი ამ წლების განმავლობაში იგი ფარულად ახორციელებდა ბიზნესს, მაგრამ ითვლებოდა პოლიტიკურ მოღვაწედ. "მე ვარ სრული ბიზნესმენი", - აცხადებს ჩანაწერში გოდერძი ბუკია.

კახა კუკავას მიაჩნია, რომ დეპუტატობა ბუკიას საკუთარ ჯიბისათვის სჭირდება. იგი მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობას, საზოგადოებას აჩვენონ "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" და ყოველგვარი საარჩევნო დავებისა და რთული იურიდიული პროცედურების გარეშე, ამ კანონდარღვევისთვის მიიღონ კანონიერი გადაწყვეტილება, "რათა არც ერთ სხვა კანდიდატს აღარ გაუჩნდეს სურვილი ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია გუბერნატორების, გამგებლების, პოლიციის უფროსებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების თანხლებით".

კუკავა  იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ძალისხმევით 21 მაისს საქართველოში ჩატარდეს იმაზე ოდნავ უკეთესი არჩევნები, ვიდრე  ეს იყო 5 იანვარს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები