კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარობის ოპოზიციონერი კანდიდატი ზეწოლაზე საუბრობს

8 მაისი, 2008

ჯუმბერ ანანიძე, რომელიც მრეწველების პარტიიდან მაჟორიტარ კანდიდატად ქობულეთში იყრის კენჭს, აცხადებს რომ ხელისუფლების მხრიდან მის მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება.

„ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო გვაშორებს დემოკრატიულ არჩევნებს. პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლებელია. ჩემს მძღოლს, ბადრი ანანიძეს, გუშინ დილით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. შეშინებულმა მობილური დამიბრუნა და წავიდა, შენთან ვეღარ ვიმუშავებო“.

ანანიძის თქმით, ზეწოლა მის ახლობლებზეც მიმდინარეობს: „ქობულეთში დაშინების პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს. ამომრჩევლებს ემუქრებიან, თუკი მხარს არ დამიჭერთ, მაშინ თქვენს წინააღმდეგ ზომებს გავატარებთო. ასევე, დადიან ჩემს ახლობლებთან ოჯახებში, აფრთხილებენ და აშინებენ, რომ სამსახურებიდან გაათავისუფლებენ, პატიმრებს ვადებს გაუგრძელებენ ან დააპატიმრებენ. ვერ ვიტყვი, რომ ამას ქობულეთის პოლიცია აკეთებს საკუთარი გადაწყვეტილებით. ბრძანება, რა თქმა უნდა, ზედა ეშელონებიდან მოდის“.

ჯუმბერ ანანიძე, გენერალ-მაიორი, ავღანეთისა და აფხაზეთის ომის ვეტერანია. ის ერთ-ერთი რეიტინგული კანდიდატია ქობულეთში. ის რევოლუციის პერიოდში რევოლუციონერთა გვერდით იდგა. მოგვიანებით კი, ქვეყანაში განვითარებული პროცესების შემდეგ, ოპოზიციონერობა გადაწყვიტა. ანანიძე ხელისუფლებას აფრთხილებს: „ნუ გამოიყენებენ პოლიციას დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ. ნუ განახორციელებენ ზეწოლას ამომრჩევლებზე. მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს გააკეთონ სწორი არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ზეწოლა გახდება მიზეზი უმართავი პროცესების დასაწყებად“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები