კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რევაზ შავიშვილი: გიორგი გამცემლიძის მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან

8 მაისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი რევაზ შავიშვილი  გიორგი გამცემლიძის მკვლელობის შესახებ  აცხადებს, რომ 31 წლის გამცემლიძე იმ უმოწყალოდ მოკლულ ქართველებს შორის ჩაეწერა, რომლებიც ხელისუფლების მიერ პატრულისთვის მინიჭებულმა უფლებებმა იმსხვერპლეს. "მოკლულ გიორგი გამცემლიძეს კეფაში აქვს ნასროლი. იგი უმოწყალოდ მოკლულთა სიაში ჩაეწერა. სამი შვილის მამა, 31 წლის ახალგაზრდა პოლიციის ნებით არის მოკლული. არ იქნება გასაკვირი თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ გამცემლიძეს იარაღი ჰქონდა, ან პატრულის თანამშრომლებზე თავდასხმას ცდილობდა. ვაცხადებ ქართული საზოგადოებისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წინაშე, რომ აღნიშნული საქმე იქნება გამოძიებული და რეალური მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან. ისევე, როგორც სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების მკვლელები", - აცხადებს რევაზ შავიშვილი.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრებთან იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიცის წარმომდგენლები: ეკა ბესელია, თეო ტლაშაძე და თავად რევაზ შავიშვილი.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები