კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა ოპოზიციონერებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

13 მაისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა დღეს თბილისში, ავლაბრის რაიონში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართეს აქცია,  სახელწოდებით: "7 გამოუსწორებელი შეცდომა".

აქციის მონაწილეების განმარტებით, 7 შეცდომაში იგულისხმება: მკვლელობები, საკუთრების ჩამორთმევა, ჯიბის სასამართლო, დატერორებული ბიზნესი, მოკლული თავისუფალი სიტყვა, არშემდგარი არჩევნები და 7 ნოემბერი.

ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სოსო გიორგაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი სისხლიანი საქმეების გაკეთება დაიწყო ამ ტერიტორიიდან და ფიქრობს, ალბათ, რომ ეს რეზიდენცია მას დარჩება, როგორც შევარდნაძის შემთხვევაში მოხდა. "მე ვაძლევ სააკაშვილის იმის პირობას, რომ ის ამ რეზიდენციაში ვერ დარჩება და საერთოდ ნაციონალური მოძრაობა ვერ შეაღწევს პარლამენტში. აქ ჩამოთვლილი ცოდვებიდან ნაციონალური მოძრაობას სხვა უამრავი ცოდვა აწევს და ეს  ხალხს კარგად ახსოვს. ეს ცოდვები აღმოიფხვრება, როცა არჩევნებში "7" ნომერი გაიმარჯვებს", - განაცხადა სოსო გიორგაძემ.


წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები