კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობა შეწყდა

14 მაისი, 2008

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 14 მაისს, დილით, ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობა გაითიშა, თბილისის ტელეანძაზე  გადამცემის ერთ-ერთი ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის გამო.
ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, დაზიანებული ნაწილი სარეზერვოთი შეიცვალა, მაგრამ არც იმან იმუშავა. 
მისივე ცნობით, არხის ხელმძღვანელებამ  საზღვარგარეთ უკვე „იშოვა საჭირო დეტალი“.
„გადამცემის ნაწილს 15 მაისს  ჩამოვიტანთ და იმედია, მისი განბაჟებაც მალე მოხდება“, თქვა   ჯანგირაშვილმა.    
„კავკასიის“ დირექტორის თქმით, მას არ გააჩნია ხელმოსაკიდი მიზეზი, იმის სათქმელად, რომ  გადამცემი განზრახ დააზიანეს.
ტელეკომპანია „კავკასიის“  მაუწყებლობა თბილისში და მის შემოგარენში ვრცელდება.
გასული წლის 7 ნოემბერს, პოლიციის სპეცრაზმის მიერ, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „კავკასიაც“ დახურეს.
არხის მაუწყებლობა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 16 ნოემბერს აღდგა.
ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ „კავკასია“ ერთადერთი თავისუფალი ტელეარხია საქართველოში.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები