კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორ - მასწავლებლებს აძევებენ

14 მაისი, 2008

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან. როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, მუქარებისა და იძულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერა რამდენიმე მასწავლებელმა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძემ, ნელი ცქიტიშვილმა და სხვებმა.

სტუდენტების თქმით, ზეწოლა მათზეც ხორციელდება. გაერთიანებული ოპოზიციის თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ფიქრია ჩიხრაძესთან შეხვედრის და მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, თელავის გამგეობისა და პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათ უნივერსიტეტიდან გარიცხვით ემუქრებიან.

"თავისუფლება უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებსა და სტუდენტებს" - ამ ლოზუნგით, 14 მაისს, 13 საათზე უნივერსიტეტის შენობის წინ სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციას გამართავს.

წყარო: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები