კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი დაარბიეს

15 მაისი, 2008


რადიო ჰერეთი გუშინ საღამოს ოთხმა დაუდგენელმა პირმა, დედოფლისწყაროში “გაერთიანებული ოპოზიციის” რაიონული შტაბი დაარბია. შტაბის კედლებზე გამოკრული სარეკლამო ბილბორდები მთლიანად დამტვრეულია. განადგურებულია გაერთიანებული ოპოზიციის დროშებიც.

როგორც რადიო ჰერეთთან “გაერთიანებული ოპოზიციის” დედოფლისწყაროს რაიონული შტაბის ხელმძღვანელი იოსებ ბეჟანიშვილი აცხადებს, შტაბის დარბევა “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა.

“ბუნებრივია ამგვარი ქმედება ზეწოლაა გაერთიანებულ ოპოზიციაზე, რადგან მმართველ პარტიას ბრძოლის სხვა მეთოდები უკვე აღარ დარჩა. რომ აღარაფერი ვთქვათ დაშინებებზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე, პენსიების შეჩერებაზე და ფსიქოლოგიურ ტერორზე, ეს ხალხი ბინძური მეთოდების გამოყენებით გამარჯვებაზე ფიქრობს” - აცხადებს იოსებ ბეჟანიშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის გარდა, პლაკატები და პარტიული დროშებე “რესპუბლიკური” და “ლეობორისტული პარტიის” ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზეც გაანადგურეს.

წყარო: რადიო “ჰერეთი”


ახალი ამბები