კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა ფიჩხაძე: აფხაზეთში წააგებს ის, ვინც პირველი დაიწყებს ომს

15 მაისი, 2008

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო ნატოში" თავმჯდომარე შალვა ფიჩხაძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ომის დაწყება ყველაზე მეტად აფხაზებს ხელს არ აძლევთ, ხოლო რუსეთს აფხაზეთის ტერიტორია 2012 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის სჭირდება და იქ საომარი მოქმედებების გაშლა, არც რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს.

როგორც "მედიანიუსს" შალვა ფიჩხაძემ განუცხადა, რუსეთის მიზანია, აფხაზეთი საქართველოსთვის "დამოკლეს მახვილივით" იყოს და რუსეთს აფხაზეთის მუდმივი პროვოცირების საშუალება ჰქონდეს. მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც წააგებს ის, ვინც პირველი დაიწყებს ომს.
"თუ საქართველოს ხელისუფლება იმდენად უგუნურია, რომ აფხაზეთში ომს დაიწყებს, ქვეყანა დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას, ხოლო თუ რუსეთი იქნება ომის ინიციატორი, მის მიმართ დასავლეთი უძლიერეს ზემოქმედებას განახორციელებს", - მიაჩნია ქართველ ექსპერტს.

მისივე თქმით, ქართული ჯარი ის აღარ არის, რაც აფხაზეთის ომის დროს იყო და მიაჩნია, რომ იმ სამხედრო ძალებით, რომელიც რუსეთს აფხაზეთში ჰყავს შეყვანილი, ქართულ ჯართან გამკლავება გაუჭირდებათ, მაგრამ, "თუ რუსეთი დიდ ძალას გადმოისვრის, ეს უკვე მსოფლიო საზოგადოებას შეუმჩნეველი აღარ დარჩება", - აცხადებს შალვა ფიჩხაძე.

მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლება დიდი წინდახედულობით არ გამოირჩევა და დასავლეთის დამსახურებაა, აფხაზეთთან დაკავშირებით ჯერჯერობით თავდაჭერილობას რომ ინარჩუნებენ.

ქართველი ექსპერტის აზრით, რუსეთის ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის "ინფანტილური ხელისუფლება, დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და 2004 წლის ცხინვალის სამარცხვინო ოპერაციის მსგავს პროვოკაციას გაიმეორებს".

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები