კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერო აფხაზეთში ქართველ დევნილთა დაბრუნებას ითხოვს

16 მაისი, 2008

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს მოუწოდებს სასწრაფოდ შემუშავდეს ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გრაფიკი. რეზოლუციის თანახმად, აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში უნდა აღდგეს მოსახლეობის ის ეთნიკური შემადგენლობა, რაც იყო 1992 წელს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე იყო.

საქართველოს დელეგაციამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა რეზოლუციის პროექტი "აფხაზეთიდან დევნილი და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სტატუსის შესახებ", რომელსაც მხარი არ დაუჭირა რამდენიმე ქვეყანამ, მათ, შორის რუსეთმა და სომხეთმა. ქართულ პროექტი ძირითადად მოიწონეს ამერიკის, უკრაინისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა.

გაეროს რეზოლუცია მოუწოდებს ორგანიზაციის წევრ ყველა ქვაყანას, მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების შეძენის უფლება არ მისცენ, რაც იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა. ამ თვალსაზრისით, რეზოლუციაში ხაზგასმულია "აფხაზეთიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების დაცვის აუცილებლობა."

გარდა ამისა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში მხარდაჭერილია აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებამდე, საქართველოს ტერიტორიის ამ რეგიონში "არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის აღდგენის აუცილებლობა და კრიტიკის საფუძველი გახდება, აფხაზეთის მოსახლეობის კონფლიქტამდე არსებული დემოგრაფიული შემადგენლობის აღდგენის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მცდელობა."

გაეროს გუშინდელ რეზოლუციაში მოყვანილია აგრეთვე, ინფორმაციები "აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა” და "ეთნიკურ ნიადაგზე, აფხაზეთში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების დარღვევის შესახებ."

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, გაეროს გენერალურ მდივანს დაავალა, "წარმოადგინოს ყოვლისმომცველი მოხსენება 15 მაისს მიღებული რეზოლუციის შესრულების მიმდინარეობის შესახებ."

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები