კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებმა არჩევნების წინა პერიოდი შეაფასეს

20 მაისი, 2008

მედიაცენტრის დამფუძნებელმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა  2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი შეაფასეს.

მედიაცენტრის დამფუძნებელი ორგანიზაციები  "ახალი თაობა- ახალი ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს დამოუკიდებლად ახორციელებენ. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები მედიაცენტრის შუალედურ ანგარიშებში დეტალურადაა ასახული, რომლებიც, მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოაქვეყნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის თამარ ქაროსანიძის განცხადებით, მედიაცენტრის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში ყურადღება შემდეგ ძირითად ხარვეზებსა და დარღვევებზეა გამახვილებული: საჯარო  მოხელეების აქტიური მონაწილეობა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ მხრივ კი, განსაკუთრებით გუბერნატორები აქტიურობენ, რადგან მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა საზოგადოებისთვის თითქმის ყველა რეგიონში სწორედ მათ მიერ მოხდა. მიუხედავად საარჩევნო კანონმდებლობის აკრძალვისა, მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩევლეთა დაინტერესება, მატერიალური ფასეულობების დარიგებითა და დაპირებებით მოახერხეს.

თამარ ქაროსანიძის თქმით, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების საქმიანობის შორის გამყოფი ხაზის გაბუნდოვანება მოხდა, რადგანაც 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევენების მსგავსად, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა მმართველი პარტიის კანდიდატების კამპანია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა სახის  პროექტების და სამუშაოების პრეზენტაციებს ერწყმოდა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხიდან ბოლო ათი დღის განმავლობაში ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რომელიც საჯარო სკოლის მასწავლებლებზე, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებზე, ბიზნესმენებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებზე ხორციელდებოდა.

მედიაცენტრმა მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ნომრების შეგროვების ფაქტებიც წარმოადგინა, რომელიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად აღიქმება, ზოგიერი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროტესტის აგრესიული ფორმების გამოყენებასაც ჰქონდა ადგილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციას სამართლიანი და კანონიერი შენიშვნის და საჩივრის მიღებისა და განხილვისათვის კანონის ყველა მოთხოვნის დაცვას სთხოვენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები