კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამქრალი მარკირება - გაყალბების კიდევ ერთი გზა

23 მაისი, 2008

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებლმა აღმოაჩინეს გაყალბების კიდევ ერთი საშუალება:
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ #1 ზუგდიდის ქალაქის საარჩევნო უბნის დამკვირვებელი – მაკა დავიდოვი აღნიშნავს, რომ ერთ საარჩევნო უბანზე გაკეთებული მარკირება სხვა უბანზე აღარ ჩანს. რის დასტურადაც იგი აცხადებს, რომ #49 სოფ. კახათის საარჩევნო უბნიდან #1 საარჩევნო უბანზე მივიდნენ ოპოზიციის დამკვირვებლები და კომისიის თავმჯდომარეს განუცხადეს აღნიშნული, რის შედეგადაც მათ შორის მოხდა კამათი, რაც შემდეგში ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

იგივე პრობლემა შეექმნათ #94 უბანს – 114 ამომრჩევლის შემდეგ მარკირების დეტექტორი აღარ მუშაობდა. მოგვიანებით აღნიშნული პრობლემა მოაგვარეს.  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლების (დავით ფაცაცია, ჯეფრი სილვერმენი) დაჟინებული მოთხოვნით კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა ოლქს, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული აპარატის შეცვლა.

ზუგდიდის მე-9 უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა  - დავით ფაცაციამ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა – ჯინა კარტოზიამ 1426 ამომრჩევლიდან 271 ზედმეტი ამომრჩეველი აღმოაჩინეს, რომლებიც მითითებულ მისამართებზე არ ცხოვრობენ, ან საერთოდ არ არსებობენ. „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელს ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც გააჩნია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

 

ახალი ამბები