კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყალბი პასპორტის გამო ადამიანები სცემეს

23 მაისი, 2008

1. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან  გამოსულ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს როინ ხოჯაკაძეს და შტაბის ხელმძღვანელს ზვიად ფიფიას, რომლებიც სხვა უბანზე გადადიოდნენ, გზაში უცნობი შეიარაღებული პირები დახვდნენ და სასტიკად სცემეს.  წაართვეს ფული და საბუთები.

 

მანამდე 24-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი შევიდა ყალბი პასპორტით, რომელიც  1988 წლის 9 მაისს დაბადებულ ვინმე  ირაკლი ხიფენიას სახელზე იყო დამზადებული. მაგრამ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა იცნო, რომ რეგისტრაციის მისამართი იყო ტყუილი - რადგან ემთხვეოდა მისი შვილის რეგისტრაციის მისამართს.  შეშინებული ამომრჩეველი  უბნიდან გაიქცა. პასპორტი კი ადგილზე დატოვა. დამკვირვებელმა როსტომ ჟორდანიამ პირადობის დამადასტურებელი ეს დოკუმენტი ქსეროქსით გაამრავლა და 26-ე უბანზე დამკვირვებლად მყოფ საკუთარ მეუღლესაც აცნობა ამის შესახებ. ეს პროცესი დაინახეს გარკვეულმა ადამიანებმა და ლალი ჟორდანიას უბანზე შეყვნენ. გამოიყვანეს,  გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ უნახეს, უთხრეს, დაკარგულ პასპორტს თუ გვაპოვნინებ, 1000 დოლარს მოგცემთო. ასეთივე გარიგება შესთავაზეს მის მეუღლესაც. არსებობს ეჭვი, რომ ყალბი პასპორტის დამზადებაში შესაბამისი ორგანოებია ჩარეული. ქსეროქსზე გადაღებული პასპორტი გადასცეს ხოჯაკაძეს და ფიფიას, რომლებიც მოგვიანებით სცემეს.

 

ამავე უბანზე იყვნენ „მზის“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც ასევე დახვდნენ გზაში და სცემეს. ერთ-ერთს ტვინის შერყევა აქვს.

 

2. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის, ასმათ მურადაშვილის ცნობით, რუხის საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე გამოვიდა უბნიდან და იქვე მობილიზებულ „მარშრუტკებით“ მოსულ ამომრჩევლებს ურჩია, მოგვიანებით მისულიყვნენ ხმის მისაცემად, როცა დამკვირვებელთა მობილური ჯგუფები უბანს დატოვებდნენ.

 

 

 

 

ახალი ამბები