კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

23 მაისი, 2008

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, ამ მონაცემებით ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის", რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 59,48 პროცენტი დააგროვა.
მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)". მან ხმათა 17,69 პროცენტი მოიპოვა; მესამე ადგილზეა "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები" ხმათა 8,26 პროცენტით, მეოთხე პოზიციას კი იკავებს "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია' ამომრჩეველთა ხმების 7,55 პროცენტით.

არჩევნებში მონაწილე დანარჩენ რვა საარჩევნო სუბიექტს შორის ხმები ასე გადანაწილდა: რესპუბლიკური პარტია - 3,78; საარჩევნო ბლოკი "მემარჯვენე ალიანსი (თოფაძე, მრეწველები)" - 0,92; პოლიტიკური გაერთიანება "ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი" - 0,89; საარჩევნო ბლოკი "ტრადიციონალისტები - ჩვენი ქვეყანა და ქალთა პარტია" - 0,46; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პოლიტიკა" - 0,46; პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი" - 0,21; რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია - 0, 18 და პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა" - 0,12 პროცენტი.

ზურაბ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციითვე, ფაქტობრივად, დასრულდა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დაჯამება, სადაც ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ. კერძოდ, არსებული 75 მანდატიდან 71 სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ხოლო 2-2 რესპუბლიკური პარტიისა და "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები