ნორიოს 22-ე საარჩევნო ოლქში მისულ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელს ნანა ფაჟავას, საარჩევნო უბანი დახურული და კენჭისყრა შეჩერებული დახვდა. ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელთა მტკიცებით, საარჩევნო ყუთში მოხდა დამატებითი ბიულეტენების ჩაყრა, რაზეც გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა მოინდომა საჩივრის დაწერა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე უარყოფს აღნიშნულ ფაქტს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ნანა ფაჟავამ კომენტარი სთხოვა საოლქო კომისიის წევრს გელა თოფურიას, მან ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციით დაემუქრა.
მას შემდეგ, რაც ჩვენმა დამკვირვებელმა მოინდომა სურათების გადაღება, თოფურიამ მას სახეში გაარტყა და გადაღება შეუზღუდა.