კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს მოხსენება მოისმინა

28 მაისი, 2008

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის 48-ე სესიაზე, რომელიც ჟენევაში გაიმართა, საქართველოს მე-3 პერიოდული მოხსენება მოისმინეს. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნულ კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა ლევან მესხორაძემ, რომელმაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი წევრი ქვეყნების მოხსენებებს 4 წელიწადში ერთხელ ისმენს.

საქართველოს მხრიდან სესიაში, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები.

მოხსენების ანალიზის შემდეგ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები