კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს

28 მაისი, 2008

მსოფლიოში პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"  გმობს საქართველოში 21 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო  არჩევნების გაშუქებისას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება სერიოზულ რეაგირებას მოახდენს მათზე.
ჟურნალისტები არ უნდა დაზარალდნენ იმის გამო, რომ ქართული საზოგადოება პოლარიზებულია არჩევნების დროს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ჟურნალისტები  არ მოქმედებენ  ხელისუფლების ან ოპოზიციის სახელით, ისინი  არიან დამკვირვებლები, რომლებიც  საერთო ინტერსებით მოქმედებენ”, ნათქვამია „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ორგანიზაცია მიუთითებს მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან  გაზეთ „რეზონანსის“ გამომშვები  რედაქტორის  ელისო ჩაფიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იტყობინება, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა  ჩაფიძე ფოტოებს იღებდა კახეთის რეგიონის  სოფელ ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე.  „ისინი ამედევნენ, როგორც კი ფოტოების გადაღება დავიწყე.  ერთმა ხელები გადამიგრიხა, მეორემ ფოტოკამერა და აკრედიტაცია წამართვა“, მოყვანილია ელისო ჩაფიძის სიტყვები ორგანიზაციის განცხადებაში.  
„რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ჩაფიძე წერს, რომ მისი დაკითხვა ადგილობრივ პოლიციაში 3 საათს გაგრძელდა, მას შემდეგ, რაც მან ამის შესახებ განაცხადა, ჟურნალისტს დაემუქრნენ რეპრესიებით, თუ ის დაწერდა ამ ინციდენტის შესახებ.
ძალადობის მეორე ფაქტი მოხდა სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში ტელეკომპანია „მზის გადამღები ჯგუფის წევრების ჟურნალისტ ალეკო გაბუნიას და ოპერატორ ნიკოლოზ პატარაიას, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორის მიმართ. ისინი საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს იღებდნენ. ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა დავითაშვილი.
უცნობმა პირებმა  „რუსთავი 2“-ის  ოპერატორი წააქციეს და  კამერა დაუმტვრიეს. „მზის“ გადამღები ჯგუფი ამ ფაქტს აფიქსირებდა, როცა მათ თავს დაესხა დაახლოებით 30 ადამიანი. პატარაიას ჭრილობა მიაყენეს ხელის არეში, გაბუნაიას ფეხებში და თავში ურტყამდნენ.  ამ უკანასკნელის განცხადებით მათი ტექნიკური აღჭურვილობის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაურჩა..
სამეგრელოს რეგოონში მომხდარი მეორე ინციდენტის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი ნანა ფაჟავა.  რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საარჩევნო კომიისიის წევრებმა, როდესაც ჟურნალისტმა მათ მთავრობის ოპონენტის სარჩელის შესახებ დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ხელისუფლებას აცნობა თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ მას შეეძლო თავდამსხმელების დასახელება.
პოლიციამ გააკეთა პრეს განცხადებები ზემოთ ჩამოთვლილი თავდასხმების შესახებ და მათი გამოძიების პირობა დადო.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები