13:12, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საერთაშორისო ამნისტია: ადამიანის უფლებათა ანგარიში

30.05.2008
არ არსებობდა საკმარისი თავშესაფრები იმ ქალბატონებისათვის, რომლებიც ცდილობენ ოჯახურ ძალადობას დააღწიონ თავი; ქალების ძალადობისაგან დასაცავი ზომები არ ხორციელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია იყენებდა გადამეტებულ ძალას ნოემბერში დემონსტრაციის დასაშლელად; მთელი წლის განმავლობაში მზადდებოდა ანგარიშები პოლიციელთა მიერ ეჭვმიტანილთა ცემის ფაქტებზე. ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტების საქმეებზე ტარდებოდა არასამართლიანი სასამართლო პროცესები.


წინაპირობა

2007 წლის ნოემბერში გამართულ მასობრივ აქციებზე ხალხი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანას და ირაკლი ბათიაშვილის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, 7 და 8 ნოემბერს პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა აქციის მონაწილეთა დასარბევად. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, შეზღუდა ინფორმაციის მიღება-გავრცელების უფლება, თავშეყრისა და გაფიცვის უფლება. 8 ნოემბერს მან 2008 წლის იანვარში დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე რეფერენდუმი ვადანდელ საპარლამენტო არჩევნებზე. 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა პოსტიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

საერთაშორისო უსაფრთხოება

წამების წინააღმდეგ ევროპული კომიტეტი

2007 წლის ოქტომბერში წამების წინააღმდეგ ევროპულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში სადაც საუბარი იყო იმ პროგრესზე, რაც საქართველოს საპატიმროებში სასტიკი მოპყრობის აღკვეთას უკავშირდება. თუმცა, აღნიშნა, რომ არსებობდა ცალკეული ფაქტები, როცა პატიმრებს სასტიკად ეპყრობიან.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოში პატიმრებს სასტიკად ეპყრობიან, საპატიმროებში აუტანელი სიტუაციაა, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტები; დევნილებს ასახლებენ თავშესაფრებიდან და ირღვევა ეთნიკური უმცირესობების უფლებები. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს შეემუშავებინა და განეხორციელებინა გეგმა წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების აღსაკვეთად; გამოიძიოს კრიმინალური დანაშაულებები და სასამართლოს წარუდგინოს დამნაშავეები; უზრუნველყონ მსხვერპლები შესაბამისი კომპენსაციით. ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ქალთა საჩივრები მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით და დამნაშავენი დაისაჯონ კანონის შესაბამისად; ჩამოაყალიბოს შესაბამისი თავშესაფრები ძალადობის მსხვერპლთათვის.

ძალადობა ქალების წინააღმდეგ

ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი 2006 წლის მაისს მიღებული ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის განსახორციელებლად. მაგალითად, დამცავი და საკონტროლო ბრძანებების გამოცემა; თუმცა ძირითადი პრინციპები მთლიანად არ განხორციელებულა. თავშესაფართა რიცხვი არ იყო საკმარისი და ხელისუფლება მათ ფინანსურ დახმარებას ვერ უწევდა. შესაბამისად, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ხსნიან თავშესაფრებს. „ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის სამოქმედო გეგმა“ (2007-2008) გვიან დამტკიცდა და თავშესაფართა გახსნაში შეფერხება გამოიწვია.

ძალადობა პოლიციელთა მხრიდან

მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან 39 პოლიციელი გასამართლდა დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყობის გამო,  სამართალდამცველების გარკვეული ნაწილი რჩებოდა დაუსჯელი, რადგან ხშირ შემთხვევებში გამოძიება არ იყო დროული, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი. წამებისა და სასტიკი მოპყრობის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელთაგან უმეტესობას არ გააჩნდა სამკერდე ნიშანი.

2007 წლის დასასრულს წამების ან სასტიკი მოპყრობის არცერთ მსხვეპლს არ ჰქონდა
მიღებული კომპენსაცია საქართველოში. 2007 წლის დასაწყისში მცირე ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში კომპენსაციის შესახებ. თუმცა აღნიშნული ცვლილებებით ის კვლავ ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან კანონი კვლავ ვერ ითვალისწინებს წამების მსხვერპლთა სათანადო კომპენსაციას.

ხელისუფლებამ ვერ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი მექანიზმი წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტების აღსაკეთად. თუმცა, საქართველო, რომელიც წამების წინააღმდეგ დამატებით ოქმს 2007 წლის ივლისში შეუერთდა, ვალდებულია კონვენციის პირობები შეასრულოს.

პოლიციელთა მიერ 2006 წლის მაისში მოკლულ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება არასწორად იყო ჩატარებული. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მათ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და საპასუხო სროლის დროს ისინი გარდაიცვალნენ. მაგრამ არასამთავრობო სექტორი ამტკიცებს, რომ პოლიცია ჩასაფრებული იყო და პირველადაც მათ გაისროლეს. 2007 წლის აპრილში გამოძიება დასრულდა, რომლის დასკვნითაც პოლიციელებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა მტკიცებულების არარსებობის გამო. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ გამომძიებლებმა არაფრად ჩათვალეს მოწმეთა ჩვენებები. ახდენდნენ მოწმეებზე ზეწოლას, გაანადგურეს ნივთმტკიცებები და ხელს უშლიდნენ მას ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის უფლებების დაცვაში. 

გადაჭარბებული ძალის გამოყენება

2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთა უმრავლესობა ნიღბებით იყო, ბრძანების თანახმად ხელკეტების, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ამოყენებით დაარბიეს სამი აქცია. თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციელები სცემდნენ აქციის მონაწილეებს. გავრცელებული ინფორმაციით, 500 ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მათ შორის 24 პოლიციის თანამშრომელი იყო.

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 7 ნოემბერს ის თვითმხილეველი გახდა თუ როგორ ურტყამდნენ პოლიციელები გაქცეულ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ თავი თბილისის ცენტრში მდებარე ეკლესიას შეეფარებინათ. აქციის მონაწილეები ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, თუმცა სახალხო დამცველის თხოვნის შემდეგ მათ შეწყვიტეს სროლა. მოგვიანებით სპეცრაზმის დამატებითი ძალები გამოჩნდნენ და დაიწყეს მომიტინგეების ცემა. როდესაც ომბუდსმენმა გააპროტესტა პოლიციელის მიერ მიწაზე მწოლიარე მომიტინგის ცემა, სპეცრაზმელმა სოზარ სუბარსაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის თანამშრომელს, დანიელ მგელიაშვილს თავში ჩაარტყეს.

სასამართლო სისტემა

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტთა საქმეებზე გამართული სასამართლოები ოფიციალური განცხადებების თანახმად, არასამართლიანი იყო.

არასამთავრობო სექტორი ამტკიცებს, რომ ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესი არ შეესაბამებოდა საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობას. 2007 წლის მაისში ბათიაშვილს მიესაჯა შვიდწლიანი პატიმრობა შეთქმულებასა და კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობისათვის. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მთავრობამ გაანადგურა ნივთმტკიცებები და სასამართლო დაცვის მხარეს ავიწროვებდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის სექტემბერში ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

არაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში კვლავ არსებობს სიკვდილით დასჯის კანონი. იანვარში აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა მშვიდობის პერიოდში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 2007 წლის ბოლოს აფხაზეთში ერთი პატიმარი სიკვდილით დასჯას ელოდა. სამხრეთ ოსეთი აგრძელებს მორატორიუმს სასიკვდილო განაჩენზე  

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC