კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიციის სამ წარმომადგენელზე თავდასხმა მოხდა

2 ივნისი, 2008

წუხელ გაერთიანებული ოპოზიციის სამ წარმომადგენელზე _ მამუკა კვარაცხელიაზე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატ ბორის ძანაშვილსა და ზაზა ნარსაიაზე თავდასხმა მოხდა.

როგორც "მედიანიუსს" გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტმა, პარტია "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა ბესო სარჯველაძემ აცნობა, ამ დროისათვის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მამუკა კვარაცხელია. იგი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"აეროპორტში მიმავალ კვარაცხელიას შავი ზღვის ქუჩაზე ავტომობილი გადაუდგა და გააჩერა. კვარაცხელია სასტიკად ნაცემი დღეს დილით ვაშლიჯვრის ტყეში იპოვეს. მეორე შემთხვევა მოხდა ვარაზის ხევის დასაწყისში ოპოზიციის აქტივისტ ზაზა ნარსაიას "ფოლკსვაგენის" ტიპის ავტომობილი დაეჯახა", _ განუცხადა "მედიანიუსს" ბესო სარჯველაძემ.

რაც შეეხება მესამე დაზარალებულს, სარჯველაძის თქმით,  ის არის ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ძანაშვილი, რომელსაც რამდენიმე ნიღბიანი პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდა. სამივე დაზარალებული თავდასხმის ფაქტებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გია თორთლაძე დაზარალებულთა _ მამუკა კვარაცხელიასა და ზაზა ნარსაიას მონახულების მიზნით იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა როგორც მან "მედიანიუსს" განუცხადა, ვერ შეძლოა თანაპარტიელებთან შეხვედრა, რადგან მას ამის საშუალება მედპერსონალმა არ მისცა. "თავდასხმა მოხდა უკვე ოპოზიციის რვა წარმომადგენელზე. დაზარალებულების თქმით, თავდამსხმელები უნომრო ავტომობილებით მოძრაობენ. ნიღბიანი პირების თავდასხმის შემდეგ ყველა დაზარალებული პოლიციას დაუკავშირდა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ეს არის ხელისუფლების დაკვეთა", - განაცხადა თორთლაძემ.

რაც შეეხება ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატს ბორის ძანაშვილს, იგი სავადმყოფოდან უკვე გაწერეს

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები