კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი მოსიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბეისბოლის ჯოხებით სცემეს

2 ივნისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლება მათ მხარდამჭერებზე ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს ზემოქმედების კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა და ბოლო მაგალითად, მან  გორში, გიორგი მოსიძის შტაბის ხელმძღვანელის სოსო ბოცვაძის ცემის ფაქტი დაასახელა.

დავით გამყრელიძის მტკიცებით, გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებზე და შტაბის წევრებზე ტერორი და თავდასხმები განსაკუთრებით 26 მაისის შემდეგ გახშირდა.

გამყრელიძის განცხადებით, იგი მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ქვეყანაში არსებული ტერორი შეაჩერონ, "ხელისუფლება ამ ტერორით ვერაფერს მიაღწევს, გარდა იმისა, რომ ის ტერორისტული ხელისუფლების სახელწოდებას შეიძენს და ტერორს შეიძლება საპასუხო ტერორი მოჰყვეს. ამ შემთხვევაში კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ოპოზიციური ლიდერების მხრიდან შეიძლება უკონტროლო გახდეს და ხალხმა ასეთ ხელისუფლებას პასუხი თავად გასცეს", - აცხადებს დავით გამყრელიძე.

გიორგი მოსიძის შტაბის ხელმძღვანელის სოსო ბოცვაძის თქმით, კომისიის წევრებისგან არჩევნების გაყალბების აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მასალების მიღების შემდეგ სახლში მიდიოდა, როდესაც სახლთან ერთი ნიღბიანი და მეორე უნიღბო პირი მანქანით გადაეღობა და ბეისბოლის ჯოხებით სცემეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები