კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯოზეფ ქეიმ რადიო "იმედის" ხელმძღვანელობა სამსახურიდან დაითხოვა

2 ივნისი, 2008

რადიო "იმედის" გენერალური დირექტორი ირაკლი ხეთერელი და მაუწყებლობის დირექტორი ნონა ყანდიაშვილი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნონა ყანდიაშვილმა განუცხადა, გუშინ საღამოს, როდესაც სამსახურიდან უკვე წასული იყო, დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ჯოზეფ ქეი "ტელეიმედის" შენობაში იბარებდა.

"ქეი ბიძინა ბარათაშვილის კაბინეტში იმყოფებოდა. თავად ბარათაშვილი შეხვედრას არ ესწრებოდა. პირდაპირ მითხრა, რომ მას არ აწყობს, რადიო და ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი. როგორც მან აღნიშნა, რადიომ და ტელევიზიამ ხელისუფლება არ უნდა გააღიზიანოს. საინფორმაციო არხები ობიექტური პლუსით უნდა გამოირჩეოდეს ხელისუფლების სასარგებლოდ და არ უნდა იყოს ობიექტური მინუსიო, - ასე თქვა. ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ობიექტური პლუსი და ობიექტური მინუსი",- განაცხადა ყანდიაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქეის კაბინეტი დატოვა, 5 წუთში დაურეკეს დაცვის წევრებმა და რადიოს შენობაში შესვლა აუკრძალეს.

ყანდიაშვილის ინფორმაციით, რადიო "იმედს" სახელმწიფო მინისტრის დავით ტყეშელაშვილის პრესსამსახურის უფროსი ნინო გაბრიაძე დაინიშნა.

ამასთან, ყანდიაშვილისთვის უცნობია, გათავისუფლდება თუ სამსახურიდან "ტელეიმედის" ხელმძღვანელობაც.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 14 მაისს დააკმაყოფილა ჯოზეფ ქეის განცხადება, რომლითაც ბადრი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელერადიო კომპანია "იმედის" მის მფლობელობაში გადაცემას და მართვის უფლების მინიჭებას ითხოვდა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ახალი ამბები