კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი ან 10 ივნისს გადაწყდება, ან არასდროს".

3 ივნისი, 2008

"10 ივნისს, პარლამენტის შენობის პიკეტირების პროგრამა მაქსიმუმი  ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. ეს საკითხი ან იმ დღესვე გადაწყდება, ან არ გადაწყდება არასდროს, რადგან, 10 ივნისის შემდეგ ჩვენ, აქციების გაგრძელებას აღარ ვაპირებთ", - განუცხადა "მედიანიუსს" გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა კახა კუკავამ.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანია, მოახდინოს პარლამენტის შენობის პიკეტირება და ახალი მოწვევის პარლამენტს მუშაობის საშუალება არ მისცეს.

როგორც კახა კუკავა აცხადებს, ურყევი გარანტიები არ არსებობს, მაგრამ, დარწმუნებულია, რომ 10 ივნისამდე გაერთიანებული ოპოზიციიდან ბოიკოტის გადაწყვეტილებას სერიოზული პოლიტიკური ძალა არ გაემიჯნება.

მისივე თქმით, 10 ივნისის აქციაზე განმსაზღვრელი იქნება ხალხის რაოდენობა და არა ის, თუ პარლამენტის სხდომის ბოიკოტს რამდენი ოპოზიციური პარტია შეუერთდება.

კუკავას ინფორმაციით, იურიდიული თვალსაზრისით, ახალი მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ნაციონალური მოძრაობა საკმარისი რაოდენობით არის წარმოდგენილი და დანარჩენი პარტიების მხრიდან ბოიკოტის განხორციელება, ამ თვალსაზრისით განმსაზღვრელი აღარ არის.

რაც შეეხება ორი დღის წინათ, პარლამენტის შენობის ფანჯრებზე გისოსების დამონტაჟებას, კახა კუკავა, არ გამორიცხავს, რომ ამით ხელისუფლება ხალხის შენობაში შეჭრისგან იზღვევდეს თავს. "ჩვენ შეჭრას არ ვაპირებთ, თუ სამთავრობო დაცვა თავად დაყრის იარაღს და ჩაგვაბარებს შენობას, არ ვიცი", - აცხადებს კუკავა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები