კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდა წარმომადგენელი სცემეს

3 ივნისი, 2008

საკუთარი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში დაუდგენელმა პირებმა,  ღამის 11 საათისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი, 21 წლის ნონა ცაგარეიშვილი სცემეს.

როგორც თავად დაზარალებულმა განაცხადა, შავებში ჩაცმული ორი უცნობი მამაკაცი მას საცხოვრეელი ბინის მესამე სართულზე დახვდა, ყელში თოკი წაუჭირეს და თან ურტყამდნენ. ნონა ცაგარეიშვილის თქმით, უცნობები მისგან მოითხოვდნენ დაეტოვებინა ოპოზიციის რიგები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დანაც ამოიღო.

ნონა ცაგარეიშვილი თბილისის მე-8 საავადმყოფოში დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ირაკლი მელაშვილმა  მოინახულა. გოგონას  მოტეხილი აქვს მარცხენა ხელის თითი, ამოვარდნილი აქვს მხარი, კისერზე თოკის ნაჭდეური ეტყობა, აქვს სხეულის დაჟეჟილობები.

ამ ინციდენტს ოპოზიციის ლიდერები პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ.
როგორც "მედიანიუსს" ირაკლი მელაშვილმა განუცხადა, 21 მაისის არჩევნებში ნონა ცაგარეიშვილი მცხეთაში იყო გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო კომისიის წევრი და რამდენჯერმე მედიას ინტერვიუც მისცა არჩევნების თემაზე.

მელაშვილის ინფორმაციით, არჩევნების შემდგომ დღეებში ნონას მობილურ ტელეფონზე შედიოდა მუქარის ესემესები, სადაც მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
"ეს არის ხელისუფლების მორიგი შეკვეთა, რასაც ძალიან ცუდი შედეგები ექნება ხელისუფლებისათვის", _ აცხადებს იგი.

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები