კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გაჩეჩილაძე: ნარკომანი არ ვარ

4 ივნისი, 2008

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს "სიბინძურის სუნი ასდის" და იგი საერთაშორისო ექსპერტიზასაც ჩაიტარებს, რათა დაამტკიცოს, რომ ნარკომანი არ არის.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მის ორგანიზმში აღმოჩენილი "ოპიუმის" ჯგუფის ალკალოიდი ნივთიერება "კოდეინის" არსებობას იმით ხსნის, რომ ძლიერი თავის ტკივილების დროს იგი ღებულობს  ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს _ "სოლფადეინის" შუშხუნა აბებს, რომელიც "კოდეინს" შეიცავს.


როგორც ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ნარკოტესტის შემდეგ მან მიმართა ექიმებს, რომლებმაც განუმარტეს, რომ "კოდეინს" შეიცავს ხველების თუ თავის ტკივილის ბევრი საბავშვო წამალიც.

"ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ეს ამხელა სკანდალს გამოიწვევდა. მე ნარკომანი არ ვარ, ამას ექიმებიც დაგიდასტურებენ, თანაც საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩემს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის", _ აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე.

ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა ნარკოლოგიური შემოწმების ვადა დღეს იწურება.

ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორმა გელა ლეჟავამ მედიის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს არ აღენიშნება ნარკომანისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და არ იმყოფება აღრიცხვაზე ნარკოლოგიურ ცენტრში.

ლაბორატორიული შემოწმების პასუხი ლევან გაჩეჩილაძემ ცესკო-ში დღეს უნდა მიიტანოს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ცესკო-მ დღეს, საღამოს 6 სათამდე უნდა მიიღოს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები