კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში

6 ივნისი, 2008

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციის აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა.

1. 2008 წლის 29 მაისს, დაახლოებით საღამოს ექვსი საათიდან რვის ნახევრამდე, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივსტ, დავით ჯღარკავას სახლთან ახლოს დიდ დიღომში თავს დაესხა ოთხი ნიღბიანი ადამიანი და სასტიკად ცემეს იგი.   დაზარალებული ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას აქვს ტვინის ტრამვა და სერიოზული დაზიანებები.

ნივთმტიკცებულება: ვიდეო ჩანაწერი, სამედიცინო დასკვნა;

2. 2008 წლის 29 მაისს დაახლოებით საღამოს 8 საათზე ოთხმა ნიღბიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რესპუბლიკური პარტიის წევრ სოსო შავდათუაშვილს საკუთარ სახლთან. შავდათუაშვილი ქარელის რაიონში მესამე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იყო. ინციდენტამდე მას უცნობი ადამიანები ურეკავდნენ ტელეფონზე. აგრესორები ოსური ნომრების მქონე თეთრი მანქანით მიატოვეს შემთხვევის ადგილი მას შემდეგ რაც მეზობლები მივიდნენ დაზარალებულის დასახმარებლად. ადგილობრივ პოლიციას აცნობეს მომხდარის შესახებ.

3. 2008 წლის 29 მაისს ნიღბიანმა ადამიანებმა საკუთარ სახლთან ახლოს ცემეს რესპუბლიკური პარტიის წევრს, რამინ აბულაძეს (ის კარალეთის # 48 საარჩევნო უბანზე იყო დამკვირვებლად). თავდასხმელები გადაადგილდებოდნენ შავი ფერის ჯიპითა და წითელი ოპელით (სახელმწიფო ნომერი 888). აბულაძე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანებები აქვს თავის არეში და სხეულზე. აღსანიშნავია რომ თავდასხმამდე რამინ აბულაძეზე მიმდინარეობდა გამუდმებული ზეწოლა მას შემდეგ რაც მისი საჩივრის საფუძველზე # 48 საარჩევნო უბანზე გაუქმდა არჩევნების შედეგები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ტატიაშვილი პირადად ახდენდა მასზე ზეწოლას.


4. 2008 წლის 30 მაისს დაახლოებით საღამოს 11 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ამირან იობაშვილი სასტიკად ცემეს საკუთარი სახლის წინ. ხუთი ნიღბიანი მამაკაცი  BMW-ს მარკის უნომრო ავტომანქანით მივიდა შემთხვევის ადგილზე და ხელკეტებით ცემეს მას. დაზარალებული გადაიყვანეს  ღუდუშაურის საავადმყოფოში.

მტკიცებულებები: ვიდეო ჩანაწერები; სამედიცინო დასკვნა

5. 2008 წლის 30 მაისს დაახლოებით დღის ორ საათზე ექვსი ნიღბიანი და ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის ისნის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორს, ნუგზარ ხუცურაულს მის სახლთან ახლოს. სასტიკად ნაცემი ხუცურაული პირველ კლინიკაში მოათავსეს.

მტკიცებულება: ვიდეო ჩანაწერი; სამედიცინო დასკვნა.

6. 2008 წლის 30 მაისს ნიღბიანი და ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები თავს დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს და მარტის შიმშილობის აქციის მონაწილეს, დავით საზანიშვილს. ის იძულებით წაიყვანეს თბილისის გარეუბანში და ხელკეტებით ცემეს. ამჟამად ის იმყოფება საავადმყოფოში.

მტკიცებულებები: ვიდეო ჩანაწერები; სამედიცინო დასკვნა.

7. 2008 წლის 1 ივნისს ოთხი ნიღბიანი  და ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა და სასტიკად ცემა ხაშურის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი, ბორის ძანაშვილი.

მტკიცებულებები: ვიდეო ჩანაწერები; სამედიცინო დასკვნა

8. 2008 წლის 1 ივნისს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტსა და საფეხბურთო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, მამუკა კვარაცხელიას თავს დაესხნენ ავლაბარში. მას ადგილზე დაატოვებინეს საკუთარი მანქანა და ვაშლიჯვრის მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით გამვლელმა ის სასტიკად ნაცემი და „სკოჩით“ დაბმული იპოვა. კვარაცხელია მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მტკიცებულებები: ვიდეო ჩანაწერები; სამედიცინო დასკვნა

9. 2008 წლის 1 ივნისს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს, ზაზა ნარსიას ვარაზის ხევში მანქანა დაეჯახა. ის გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ავარიის შედეგად მან მიიღო მრავლობითი დაზიანებები და მარცხენა ფეხის მოტეხილობა.

10. 2008 წლის 1 ივნისს სამი მამაკაცი (მათს შორის ორი ნიღბიანი) რომლებიც მართავდნენ ავტომანქანა ოპელს ტრანზიტული ნომრებით, თავს დაესხნენ და ხელკეტებით ცემეს გაერთიანებული ოპოზიციის გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სოსო ბორცვაძე.

11.  2008 წლის 2 ივნისს დაახლოებით საღამოს ოთხ საათზე ოთხი ნიღბიანი და ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც ავტომანქანა ნივით გადაადგილდებოდნენ, თავს დაესხნენ და სასტიკად ცემეს ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს გაერთიანებული ოპოზიციიდან, დავით მეტრეველს. ის გადაყვანილია საავადმყოფოში.

12. 2008 წლის 2 ივნისს 12 საათზე დიღმის ხიდთან მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს და გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს, გიორგი თავდგირიძეს. მერსედესში მსხდომი სამი ადამიანი (დაახლოებით 30-35 წლის ასაკის) თავს დაესხნენ თავდგირიძეს და რკინის ხელკეტებით ცემეს. დაზარალებული გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში.

13. 2008 წლის 2 ივნისს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს, ნონა საღარეიშვილს ორი ადამიანი თავს დაესხა საკუთარ სახლთან. თავდამსხმელებმა მას კისერზე თოკი მოახვიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებზე, წევრებსა და მაჟორიტარ კანდიდატებზე მიმდინარეობს გამუდმებული ზეწოლა.

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სსკ 164 პრიმა მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მესტიის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატის,ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ. სამართალდამცველებმა ადგილობრივი მოსახლეობა აიძულეს არასწორი ჩვენება მიეცათ კანდიდატის საწინააღმდეგოდ თითქოს ის ცდილობდა მათ მოსყიდვას.

2. ხაშურში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატს, ბორის ძანაშვილს პატიმრობით ემუქრებიან.

3. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბესო სარჯველაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე სარჯველაძემ ხაშურის მეოთხე საარჩევნო უბნის კომისიის თავჯდომარეს ჯიბიდან 9 ბიულეტენი ამოაცალა რომლებზეც მეხუთე ნომერი იყო შემოხაზული. აღნიშნული ფაქტი დააფიქსირა ODIHR სადამკვირვებლო მისის წარმომადგენელმაც. თუმცა, მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა რომ სარჯველაძეს ჯიბეში უკვე შემოხაზული ბიულეტენები აღმოუჩინეს.

რეკომენდაციები:

1. შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ გამოიძიონ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები და დამნაშავები დაისაჯონ;
2. შეწყდეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მიმართ უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. 

"გაერთიანებული ოპოზიცია"

ახალი ამბები