სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებმა დოკუმენტები გააყალბეს
06.06.2008
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. საარჩევნო ოლქის დოკუმენტების გაცნობისას ცენტრმა აღმოაჩინა, რომ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლის სტატუსით, #12 ბოდბისხევის საარჩევნო უბანზე, 21 მაისს, მთელი დღის განმავლობაში ვინმე მამუკა კუპრაშვილი იმყოფებოდა, მაშინ როცა, ამგვარი წარმომადგენელი ცენტრს საერთოდ არ ჰყოლია.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში ამავე საარჩევნო უბანზე მყოფმა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თენგიზ ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის შენობაში მამუკა კუპრაშვილი სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული მოწმობით სარგებლობდა. მისი თქმით, ფაქტობრივად კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა საარჩევნო პროცესს.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ყალბი მოწმობებით ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” და ასოციაცია ,,ვეჟინის” დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე: გია ქავთარაძე, ხათუნა ხოსიტაშვილი, დალი მჭედლიშვილი, დავით კუსრაშვილი და სხვები. მათ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნებშიც კი აქვთ ხელი მოწერილი.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიიჩნევს, რომ სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებმა დოკუმენტები გააყალბეს, რითაც მათ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი მდგომარეობა. ცენტრი ამ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

