კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებმა არჩევნებში გამოვლენილი პრობლემები დაასახელეს

6 ივნისი, 2008

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაკვირვება საქართველოს მასშტაბით 40 საარჩევნო ოლქში აწარმოეს.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ _ "სიდამ" დააფინანსა, ხოლო პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა კი საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (ენდიაი) უზრუნველყო.

პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოს 40 საარჩევნო ოლქში 24-საათიანი მონიტორინგის განხორციელება იყო, დაკვირვების სამიზნე ზოგადად, საარჩევნო ოლქების საქმიანობების  და ოლქის შედეგების დაჯამების პროცესი იყო.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საჩივრების მიხედვით,  5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე შედარებით დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა", _ განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები