კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში არასრუწლოვანები ძირითადად ,,ქურდობენ"

12 ივნისი, 2008

(მიმდინარე წლის 6 თვეში გორში 12-14 წლამდე მოზარდებში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა)

გორის რაიონული სასამართლოში მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით  გასამართლებულია სულ 19 არასრულწლოვანი. გორსა და გორის რაიონში არასრულწლოვანთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 14-ს შეადგენს, ამათგან 4 ფაქტი ჯგუფურია, დანარჩენი ინდივიდუალური.

ეს მონაცემები სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებმა იმ მასალების მიხედვით მოგვაწოდეს, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შევიდა სასამართლოში. ადვოკატთა დიდი ნაწილი თვლის, რომ დანაშაულთა უმეტესობა სასამართლომდე არ მიდის და სამართალდამცავ სტუქტურების ,,კედლებშივე" ხდება ფარული საპროცესო თუ ,,არასაპროცესო" გარიგებები.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, დანაშაულში ბრალდებული 19 არასრულწლოვანიდან უმრავლესობა 17 წლისაა. ერთიც - 15 წლის ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელმაც 16 წლის თანატოლთან ერთად ჯგუფურად ქურდობა ჩაიდინა.
უფრო კონკრეტულად:

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი 14 ფაქტიდან 10 ქურდობაა.
დანარჩენებებიდან 2 - სხვისი ნივთის დაზიანება, 1 - გამოძალვა ჯგუფურად და 1 განზრახ მკვლელობის მცდელობა.

,,სხვისი ნივთების დამზიანებლები" ამნისტიით გაათავისუფლეს. ქურდობაში ბრალდებულთაგან კი ზოგი დააპატიმრეს, ზოგს საპროცესო შეთანხმება გაუკეთეს ზოგს კი ჯარიმაც გადაახდევინეს. იურისტების აზრით, ეს სხვა მეტი არაფერია, თუ არა ერთგვაროვან სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა სასჯელის გამოყენების ფაქტები.

მაგალითად, 18 წლის ნ. განჯელაშვილს, რომელმაც 20 წლის თანატოლთან ერთად იქურდა და სხვისი ნივთიც დააზიანა, 3 წელი და 9 თვე შეუფარდეს 2500 ლარ ჯარიმასთან ერთად. ხოლო გორის რაიონულმა სასამართლომ თანამზრახველ და თანაც ასაკით უფროსს ტ. ნასარიძეს უფრო ნაკლები დროით პატიმრობა ( 3 წელი და 4 თვე) და ნაკლები ჯარიმაც (2 000 ლარი) გადაახდევინა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისმა კიდევ ერთ გარემოებას მიაქცია ყურადღება. ერთგვაროვანი დანაშაულისთვის, თუმცა სხვადასხვა ფაქტზე ბრალდებულ 18 წლის თ. ფანჩვიძეს და 18 წლის თ. ჯანანაშვილს სხვადასხვა სასჯელი შეუფარდეს. პირველ მათგანს 3 წელი პატიმრობა, ხოლო მეორე მათგანს - 4 წელი პირობითი.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ 17 წლის გ. ქრისტესიაშვილს,  მას  საპროცესო შეთანხმებით 6 წელი პირობითი მისცეს და 5 000 ლარი ჯარიმა გადაახდევინეს.

გამოძალვაში ბრალდებულებს - 16 წლის თ. კობერიძეს,  17-17 წლის გ. მჭედლიძეს და ი. გურწიშვილს ყველას ერთი წელი რეალური პატიმრობა, 3 წელი პირობითი და 5 000 ლარი ჯარიმაც დააკისრეს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები