EFJ მოუწოდებს მთავრობებს, თავი ანებონ ჟურნალისტების თვალთვალს
19.06.2008
30 ქვეყნის ჟურნალისტურმა გაერთიანებებმა მოუწოდეს ევროპის მთავრობებს, გააუქმონ მუდმივი თვალთვალი მოქალაქეებზე, და კერძოდ, ჟურნალისტებსა და მედიის მუშაობაზე.
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის (EFJ) ბერლინის კონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, ითქვა, რომ ტელეფონებისა და ელ-ფოსტით კომუნიკაციის ელექტრონული მონიტორინგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო და ევროპულ სამართლებრივ სტანდარტებს.
ჟურნალისტების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ 17 ივნისს კანონმდებლები შვედეთში, რომლის საზოგადოებაც ტრადიციულად ყველაზე თავისუფალია, უნდა შეთანხმებულიყვნენ კანონზე, რომელიც ნებას რთავს ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, თვალყური ადევნოს ტრანსნაციონალურ ზარებსა და ელ-ფოსტით კომუნიკაციას.
„ჟურნალისტთა ტელეფონების მოსმენა მედიის კომპრომეტირებას ახდენს და ასევე რისკის ქვეშ აყენებს საზოგადოების ინფორმირების უფლებას“, განაცხადა შვედეთის ჟურნალისტების ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და EFJ-ს პრეზიდენტმა არნე კონიგმა. „ჟურნალისტიკა გზაჯვარედინზე დგას და ჩვენ ვირჩევთ გზას, რომელიც ხელს უწყობს სარედაქციო სტანდარტების გაძლიერებას, პატივს სცემს მოქალაქეობრივ თავისუფლებას და ემხრობა მედიის კეთილსინდისიერ მუშაობას“.
ბერლინის კონფერენციაზე მოხდა პროგრამის ვიზირება, რომელიც მედიის ხარისხის და ამასთან ჟურნილისტიკაში ეთიკური ქცევის ნორმების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას შეეხება. EFJ-ის განცხადებით, არსებობს ფუნდამენტური კავშირი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას შორის.

წყარო: Media.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?