კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღაიანში ასფალტის ქარხნის მუშები 5 თვის ხელფასს ითხოვენ

20 ივნისი, 2008

დღეს, 20 ივნისს  კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარე ასფალტის ქარხნის მუშებმა აქცია მოაწყვეს. მუშებს 5 თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ.

ქარხანა კომპანია ,,Black Sea Group"-ს ეკუთვნის. მუშებმა აქცია ქარხნის წინ მას შემდეგ გამართეს, რაც ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ალიკა წულუკიძემ  მათ ხელფასის მოთხოვნის სანაცვლოდ განუცხადა, თუ მუშაობა არ გინდათ, სამსახური დატოვეთო. აქციას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.
 
ადგილზე ჟურნალისტების მისვლამ ალიკა წულუკიძის გაღიზიანება გამოიწვია.  მან მასმედიის წარმომადგენელთა მოწვევისთვის მუშები გალანძღა. თუმცა შემდეგ პირობა დადო, რომ დავალიანებას ხვალვე გაისტუმრებს.


საბა წიწიკაშვილი, გორი

 

ახალი ამბები