მილიონი ლარით დაფინანსებული სპორტ-კომპლექსი ლაგოდეხში ხელმეორედაა გასაკეთებელი
23 ივნისი, 2008
პრეზიდენტის მიერ 2007 წლის დეკემბერში ზარ-ზეიმით გახსნილი, რეკორდულ დროში აშენებული სპორტ-კომპლექსი ლაგოდეხში ხელმეორედ შესაკეთებელი და შესარემონტებელი მანამდე გახდა, ვიდრე ფუნქციონირებას დაიწყებდა.
დაზიანდა და დაინესტა შენობის შიდა კედლები. უხარისხო მშენებლობის კვალი სპორტ-კომპლექსის გარე ფასადსაც დაეტყო და რიგითი ლაგოდეხელებისთვის თვალსაჩინო გახდა.
სამშენებლო კომპანია "დასავლეთი საქართველოს ჰიდრო"_მ, რომელიც ტენდერში გამარჯვების შემდეგ სპორტ-კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას კისრულობდა, აღებულ ვალდებულებას თავი ფაქტიურად ვერ გაართვა.
ამ დრომდე 13 000 ათას ლარს შეადგენს სამშენებლო კომპანიის დავალიანება, რომელიც მუშებს აქვთ მისაღები.
სპორტ-კომპლექსის ამუშავება 2007 წელს იგეგმებოდა. სწორედ ამ პერიოდშივე უნდა ჩაებარებინა ახალი შენობა ლაგოდეხში ადგილობრივ თვითმმართველობასაც. განცხადება ამის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურმა გააკეთა.
სპორტ-კომპლექსის ირგვლივ შექმნილ პრობლემებს იმ პერიოდში პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში გია ნაცვლიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ლაგოდეხელებს პირობა მისცა, რომ მშენებლობის პროცესებს პირად კონტროლზე აიყვანდა და არაკეთილსინდისიერი მუშაობის შემთხვევაში სათანადო რეაგირებასაც მოახდენდა.
გუბერნატორის მკაცრი განცხადების მიუხედავად, სამშენებლო კომპანია "დასავლეთ საქართველოს ჰიდრო"_მ საკუთარი ვალდებულება ბოლომდე მაინც არ შეასრულა.
მიუხედავად იმისა რომ სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონი ლარით დაფინანსდა, ხელმეორედ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის დამატებითი თანხების გაღება მაინც გახდა საჭირო.
წყარო: რადიო ჰერეთი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023