კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰავიერ სოლანა საქართველოში დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა

25 ივნისი, 2008

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჰავიერ სოლანა უკმაყოფილოა საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხით და მან, საფრანგეთის რადიოს ქართული და რუსული რედაქციისათვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი გააკრიტიკა იმის გამო, რომ საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები, ხოლო, ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა. „ქვეყანაში გაჩნდნენ პოლიტპატიმრები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თანდათან გადადიან ხელისუფლების დაქვედებერებაში“, - განაცხადა სოლანამ.
 
როგორც „მედიანიუს“ ფოფხაძემ განუცხადა, ხავიერ სოლანა გაოცებული იყო სააკაშვილის ამ ვიზიტის ქართული ინტერპრეტაციით, რადგან რეალურად, მასტან სააკაშვილის შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო, რის შემდეგაც სააკაშვილმა სასწრაფოდ, კომენტარების გარეშე დატოვა ევროსაბჭოს შენობა.

ქართველი ჟურნალისტის თქმით, ამ საუბრით უკმაყოფილო ჩანდა თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო მიწვეული ევროკავშირის სამიტზე, როგორც ეს ქართული მედიის საშუალებებმა გაავრცელეს. იგი, ისევე, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა ევროპის სახალხო და სოციალისტური პარტიების სამიტზე.

„ჩვენი შეხვედრა კი, იყო ხანმოკლე და უფრო პროტოკოლური ხასიათის. უფრო კონკრეტულად, იგი მიმართული იყო უბრალოდ საქართველოსთან დიალოგის მხარდასაჭერად“, განაცხადა ჰავიერ სოლანამ გიორგი ფოფხაძესთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ბრიუსელში, რამდენიმე დღის წინათ, ევროპის სახალხო პარტიების სამიტზე იყვნენ ჩასულები. თუმცა, ისინი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საშინაო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხავიერ სოლანამ მაინც მიიღო.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები