პანსიონატ "ვეჯინში" მცხოვრებ დევნილებს თავზე აწვიმთ
26 ივნისი, 2008
პანსიონატ "ვეჯინში" (გურჯაანის რაიონი, სოფელი ვეჯინი) მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
როგორც დევნილებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობეს, ოთახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო დევნილებმა დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
მათივე თქმით, შენობის მიტოვებული ოთახები, ნარკოტიკების მომხმარებელთა თავშეყრის ადგილად არის ქცეული, რაც მათ იქ ყოფნას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.
გელა მთივლიშვილი, კახეთი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023