კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ტელეარხ „მაესტროს“ სარჩელის არსებითი განხილვა გადადო

27 ივნისი, 2008

თბილისის  საქალაქო სასამართლომ,  26 ივნისს,  საკაბელო ტელეარხ „მაესტროს“ სარჩელის   არსებითი განხილვა  გადადო.  სასამართლომ მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა და   ძირითადი პროცესი  14 ივლისს დილის 10 საათზე დანიშნა.
„მაესტროს“ ადვოკატის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრის, თამარ კორძაიას ცნობით, სარჩელის არსებითი განხილვის გადადების მიზეზი მოსამართლის მოუცლელობა გახდა.
ადვოკატის თქმით, მოსამართლეს ადმინისტრაციული სამართალდარღვებებთან დაკავშირებული სხვა საქმეები  ჰქონდა განსახილველი.
„მაესტროს“  გასაჩივრებული აქვს  კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 4 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც,  საკაბელო არხს უარი ეთქვა ახალ ლიცენზიაზე. ამ ლიცენზიის  მოპოვების შემთხვევაში  „მაესტროს“  საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების   ჩვენების უფლება ექნება. ტელეარხი ამჟამად   შემეცნებით-გასართობი პროგრამების მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები