კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხეში პატიმარი უკვდებათ, მაგრამ საავადმყოფოში არ გადაჰყავთ

27 ივნისი, 2008

რუსთავის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში  მყოფი მსჯავრდებულის, 38 წლის თამაზ ნადირაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.  პატიმრის ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნადირაშვილმა, რომელიც I ჯგუფის ინვალიდია, ციხის ადმინისტრაციას სამედიცინო დახმარება არაერთხელ სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. ამ მოთხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მსჯავრდებულის ადვოკატმაც მიმართა, თუმცა პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ.

თამაზ ნადირაშვილს ნაგავსაყრელზე  ჯართის პოვნისათვის გურჯაანის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. შრომისუუნარო ინვალიდმა, შეწყალება საქართველოს პრეზიდენტს სთხოვა, მაგრამ ამაოდ.

პატიმარს ორი ბავშვი ჰყავს, 15 წლის გოგონა და 6 წლის ბიჭი. ორივე მათგანი ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები