კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,იშვიათი პატიმარი“ - ალექსი ბახუტოვი გაათავისუფლეს

27 ივნისი, 2008

26 ივნისს ციხიდან  განსაკუთრებული პატიმარი ალექსი ბახუტოვი გაათავისუფლეს.  მისი საქმე იმით  არის გამორჩეული, რომ  ადამინი, რომლის მკვლელობაშიც ის ეჭვმიტანილი იყო საბოლოოდ ცოცხალი აღმოჩნდა.

ბახუტოვი 2007 წლის 27 ივნისს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდო, თელავის რაიონულმა სასამართლომ კი ბახუტოვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გამოძიებისას სამართალდამცავებმა ბახუტოვი არაერთხელ ისე აწამეს, რომ მან დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც დაასახელა.

ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის ბრალდებით პროკურატურამ ასლან გაურაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხია ხეჩოშვილი დააკავა. ამ დროისათვის სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი იყო. ამ ინფორმაციას თელავის სასამართლოშიც ფლობდნენ, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურასა და დაკავებულებს შორის გაფორმებული საპროცესო გარიგება მაინც დაამტკიცა. თავისუფლების სანაცვლოდ გენერალური პროკურატურის ანგარიშზე ათასობით ლარი გადაირიცხა.

მას შემდეგ რაც აღნიშნული საქმით საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა, ალექსი ბახუტოვს ლაშა ჩოფიკაშვილის გაზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს და ის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, თელავის სასამართლომ, ბახუტოვს, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, ბახუტოვი თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები