კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო რადიო "ჰერეთის" სარჩელის განხილვას განაახლებს

1 ივლისი, 2008

დღეს თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდება. სასამართლოზე სავარაუდოდ, გადაწყდება  დააკმაყოფილებს თუ არა რადიო "ჰერეთის" სარჩელს მოსამართლე.

"ჰერეთის" სარჩელი ეხება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ გამოსცა.

კომისიის მტკიცებით, რადიო "ჰერეთი" 7 თვის განმავლობაში არალიცენზირებულად მაუწყებლობდა, ეს მაშინ როდესაც "ჰერეთს" სალიცენზიო მოსაკრებლის გადასახადის დამადასტურებელი ცნობები და სხვა დოკუმენტაცია დროულად აქვს წარდგენილი, _ აცხადებს რადიოს ხელმძღვანელობა.

გახმაურებული აუდიო ჩანაწერების ეთერში გაშვების შემდეგ, რომელიც რადიო "ჰერეთზე" ზეწოლას უკავშირდებოდა, კომისიამ რადიოსადგურს ჯერ 10 წლით მაუწყებლობის უფლება მიანიჭა, ამასთან, იმავე დღეს 5000 ლარით დააჯარიმა.

რადიოსადგურის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კომისიის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

"ჰერეთის" ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თელავის ოფისი იცავს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები