კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საკრებულოებში პროკურატურა საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებს

7 ივლისი, 2008

როგორც რადიო "ჰერეთისთვის" გახდა ცნობილი კახეთში პროკურატურის წარმომადგენლები ყველა რაიონის საკრებულოში შევიდნენ და საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებენ.
კახეთის რაიონების საკრებულოებში პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული ლევან ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილი რადიო "ჰერეთთან" აცხადებს რომ, პროკურატურის მუშაობა საკრებულოებში კონკრეტული განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს.
“პროკურატურას აქვს ფუნქცია, რომ შესაბამისი განცხადებების არსებობის შემთხვევაში გამოიძიოს ესა თუ ის ფაქტი. მე არ შემიძლია გითხრათ კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი, თუმცა შეიძლება რაღაც მიმდინარე საქმიდან გამომდინარე წარმოებს  ცალკეული სამსახურის ან ცალკეული კომისიის საქმიანობის შესწავლა” - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, კახეთის რვავე რაიონის საკრებულოში პროკურატურის შესვლა, საარჩევნოდ გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

წყარო: რადიო ჰერეთი 

ახალი ამბები